ლევან იზორია: წვრთნების სახელწოდება – „ღირსეული პარტნიორი“ ცხადყოფს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნაზე განაცხადა, რომ ქართველმა სამხედროებმა პარტნიორებთან თანამშრომლობით თავდადება და პროფესიონალიზმი დაამტკიცეს, რითაც ღირსეული პარტნიორის სახელი დაიმსახურეს.
მისივე თქმით, სახელწოდება – „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ცხადყოფს.
„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამ წვრთნების სახელწოდება – „ღირსეული პარტნიორი“ ცხადყოფს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. ქართველმა სამხედროებმა პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცეს თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურეს ღირსეული პარტნიორის სახელი. დღეს ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ვიწყებთ. 2800 სამხედრო მოსამსახურე, 500-მდე ერთეული ტექნიკის მონაწილეობით ემსახურება იმ მიზანს, რომ რეგიონში განმტკიცდეს სტაბილურობა, უსაფრთხოება. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სიმყარესა და მდგრადობას, ასევე პარტნიორებს შორის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, ურთიერთქმედებას და ნატო-ს სტანდარტების დამკვიდრების მიზნით თავსებადობას“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები