შეიარაღებულ ძალებს 10 მემიზნე ოპერატორი შეემატა

განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლაში „ზუ-23-2’’ მემიზნე ოპერატორის მომზადების კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომზადება ათმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით გაიარა და მემიზნე ოპერატორის კვალიფიკაცია მიენიჭა.
სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა ზოიძემ მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ცნობისთვის, კურსზე სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე. მსმენელებმა ,,ზუ -23-2″-ის’ თეორიული მომზადება გაიარეს, მეორე ეტაპზე კი ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე პრაქტიკული სროლები განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები