ლევან იზორია: მრავალეროვნული წვრთნები მიზნად რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე მრავალეროვნული წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის წვრთნები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისივე თქმით, წვრთნები რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
“მსგავსი ტიპის წვრთნები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ მივესალმებით მეზობელი ქვეყნის – სომხეთის ჩართულობასაც. აღნიშული წვრთნების ამოცანაა მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცება რეგიონში”, – განაცხადა იზორიამ.