იზორია ჯარის უკრაინული ხორცით მომარაგებაზე: ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია

მიმწოდებელმა, რომელიც ამარაგებს ხორცით თავდაცვის უწყებას, წერილობით მიმართა სამინისტროს, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ქართული ჯარი ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცის ნაცვლად, უკრაინული პროდუქტით მომარაგდება.
ლევან იზორიას თქმით, ეს არამხოლოდ მომარაგების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა.
”მიმწოდებელმა, რომელიც ამარაგებს ხორცით თავდაცვის უწყებას, წერილობით მიმართა სამინისტროს, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია და ვხედავთ დიდ რისკებს ქართული ჯარის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით. ეს არამხოლოდ მომარაგების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა. სწორედ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა იზორიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტომ, ქართული ჯარის საქონლის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ უკრაინულ კომპანიასთან 1,64-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ადგილობრივი ბაზარი მეზობელმა ქვეყანამ ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები