ლელა ჩიქოვანმა ლატვიის თავდაცვის ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იანის დრემიანისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს. საუბრისას, ასევე, საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშეს მოღვაწეობა შეაჯამეს. ლელა ჩიქოვანმა სტუმარს სამხედრო სფეროში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლკოვნიკი „გენერალი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
ცნობისთვის, პოლკოვნიკი იანის დრემიანისი საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშედ ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2017 წლის ივლისში ის საქართველოში საქმიანობას ოფიციალურად დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები