კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის პროცესი დასასრულს უახლოვდება

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა სამხედრო-სამედიცინო კომისია დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში, ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატებს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. სამხედრო-სამედიცინო კომისიას სულ 126 ბავშვი გაივლის. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის პროცესს სამხედრო-სამედიცინო კომისია დაასრულებს. სასწავლო დაწესებულებაში მოსახვედრად, ბავშვებმა ფიზიკური მომზადების ტესტი და ზოგად უნარებში გამოცდა უკვე გაიარეს. ცნობისთვის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი სექტემბერში განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები