შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აშშ-ის J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები სემინარს ატარებენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში 2019 წელს დაგეგმილი მრავალეროვნული ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სემინარს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები ატარებენ.
სამუშაო შეხვედრა სწავლების წინა მოსამზადებელ პერიოდს ეფუძნება და საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის ოფიცრებისთვისაა განსაზღვრული, რათა აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის განვითარების პროგრამას, ნატოს ლოგისტიკის დოქტრინებს, პოლიტიკასა და კონცეფციებს უკეთ გაეცნონ.
მომავალი სწავლება მიზნად ისახავს ლოგისტიკის პერსონალის მომზადებას მრავალეროვნული ოპერაციების დაგეგმარებაში, აღსრულებაში, ძალთა გადასროლასა და მათ უზრუნველყოფაში. სწავლების ახალ წევრ ქვეყნებად საქართველოს და უკრაინის შეიარაღებული ძალები განისაზღვრა, ხოლო წვრთნების ჩატარების ერთ-ერთ ადგილმდებარეობად საქართველოც მოიაზრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები