უკრაინელმა მოზარდებმა ქართველ ვეტერანებთან და მათ შვილებთან ერთად გმირთა ხეივანში ნერგები დარგეს
უკრაინელმა ვეტერანების შვილებმა ქართველ თანატოლებთან ერთად ბათუმში, შინდისელი გმირების მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
შინდისელი გმირების ხეივანში მოზარდებმა ორმოცი ხე დარგეს. 11 და 12 ივლისს უკრაინელმა ვეტერანების შვილებმა დაათვალიერეს ბათუმი და ქალაქის ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ ხინკლის დამზადების ტექნოლოგიას. ქართულ-უკრაინული პროექტის -“ბავშვები ითხოვენ მშვიდობას” ფარგლებში, უკრაინელი ვეტერანების შვილები საქართველოში ათ დღეს გაატარებენ.
უკრაინელ ბავშვებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფონდის “ალილო 2015“-ის წარმომადგენლები მასპინძლობენ. პროექტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პროექტის თანაორგანიზატორიები არიან “შავი ზღვის ქალთა კლუბი” და საქველმოქმედო ფონდი “ალილო 2015”.