ვახტანგ ღამბაშიძე Future Stars 2017-ის მონაწილეებს შეხვდა
ზესტაფონის გამგებლის მოადგილე, ვახტანგ ღამბაშიძე კლასიკური მუსიკის მე-6 საერთაშორისო კონკურსზე Future Stars 2017 -ის მონაწილეებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
კლასიკური მუსიკის კონკურსი იტალიის ქალაქ პეზოში გაიმართა. მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები: მარიამ ჩახვაძე და ვერიკო ქაშიბაძე იღებდნენ. მარიამ ჩახვაძემ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ფულადი ჯილდოც მიიღო. კონკურსზე საუკეთესო შედეგი აჩვენა ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლემ პაატა ჯოხაძემ. ის ჟიურის სიმპათია და ხელოვანთა კავშირის ერთწლიანი სტიპენდიის მფლობელი გახდა.