გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა შეხვედრა გამართა

გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა პირველი შეხვედრა გამართა ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის მიზანია. ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოტივირებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დიპლომატიის კუთხით, გაზარდოს მათი ინტერესი და უზრუნველყოს პიროვნული და პროფესიული განვითარება.
დიპლომატთა კლუბისთვის კონკურსის წესით 16-დან 22 წლამდე ასაკის 20 ახალგაზრდა შეირჩა. კლუბის წევრებს 10 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, გაიმართება დისკუსიები, მოეწყობა ფილმის ჩვენებები და მნიშვნელოვან მოვლენათა განხილვები. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ და ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ ახალგაზრდულ შესაძლებლობებსა და ღონისძიებებში (ტრენინგები, კონკურსები, სტიპენდიები, უფასო რეზიდენტული თუ ონლაინ კურსები და ა.შ.) კლუბის წევრები პერიოდულად დაესწრებიან შეხვედრებს, სადაც მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დიპლომატები მათ გაუზიარებენ გამოცდილებას, გააცნობენ საკუთარი ქვეყნის კულტურას, უპასუხებენ ახალგაზრდების კითხვებს დიპლომატიის საკითხებზე. პროექტს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ასოციაცია „ნაკვალევი” და გორის სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები