ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი აქციას- ,,შეიძინე და აჩუქე წიგნი საბავშვო ბიბლიოთეკას” შეუერთდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი აქციას- ,,შეიძინე და აჩუქე წიგნი საბავშვო ბიბლიოთეკას” შეუერთდა. დავით შერაზადიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებას საჩუქრად აგათა კრისტის ექვსტომეული გადასცა. აქცია სახელწოდებით ,,შეიძინე და აჩუქე წიგნი საბავშვო ბიბლიოთეკას” დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო და აქციის ფარგლებში ბიბლიოთეკის ფონდს 40-მდე წიგნი შეემატა.
,, სიამოვნებით შევუერთდი აქციას, შევიძინე აგათა კრისტის ექვსტომეული და გადავეცი ბიბლიოთეკას საჩუქრად. აქცია არის მნიშვნელოვანი ერთის მხრივ, რომ განახლდეს წიგნთსაცავი და მეორეს მხრივ, მოზარდი თაობა უფრო მეტად დავაახლოვოთ წიგნს, რათა მიიღოს სათანადო ცოდნა და იყოს მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების. ყველას მოვუწოდებ, ვისაც სურვილი გააჩნია, ასე გულღიად შეუერთდეს აქციას”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.