კასპში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
კასპში, ერონული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან კულტურის ცენტრისკენ მასიური მსვლელობა გაიმართა. მოეწყო ფოტოების, ნახატების, ხალხური რეწვის და ხალხური, ძველი ტრადიციული ნივთების, ეროვნული სამოსის გამოფენა. ეროვნული სამოსის დღის ზეიმის აღსანიშნავად გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის ანსამბლები მონაწილეობდნენ. ზეიმის მონაწილეებს ეროვნული სამოსის დღე მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა მიულოცა.
ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა კასპში ტრადიციად დამკვიდრდა.