ქვემო ქართლის გუბერნატორი: ვაპირებ, ყველა საჭირო რესურსის მობილიზაციას, რათა რეგიონი უფრო განვავითარო
ვაპირებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზაციას, რომ რეგიონი უფრო განვავითარო, – ამის შესახებ ქვემო ქართლის ახალმა გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ განაცხადა.
როგორც ნემსაძემ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ აღნიშნა, იგი მედიისთვის მაქსიმალურად ღია იქნება.
„როგორც იცით, რეგიონი საკმაოდ საინტერესო, მდიდარი და დიდი პოტენციის მქონეა. ვაპირებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზაციას, რომ რეგიონი უფრო განვავითარო. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანია, ძალიან ბევრი კარგი, მშრომელი ადამიანი ცხოვრობს.
ძალიან ახლო ურთიერთობა გვექნება მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ყველა პრობლემურ საკითხებს გადავჭრით”, – განაცხადა ქვემო ქართლის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი დღეს წარადგინა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა ხიზანიშვილი შეცვალა, რომელმაც ტანამდებობა რამდნეიმე კვირის წინ დატოვა და
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა.