სოფელ თვალადში პროექტის “ინფორმირებული მოქალაქე-ძლიერი თვითმმართველობა” პრეზენტაცია გაიმართა
კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ თვალადში ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,ინფორმირებული მოქალაქე-ძლიერი თვითმმართველობა” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მოსახლეობის წინაშე ინფორმაციით პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი წარდგა. შეხვედრაზე არჩეული იქნა სათემო – საკონსულტაციო ჯგუფი.
შეხვედრას ესწრებოდნენ იონ ბესკარუ – პროექტის მენეჯერი მოლდავეთიდან, მელანი სტივენო ევროსაბჭოს ექსპერტი და გიორგი მესხიძე პროექტის ექსპერტი საქართველოდან.
ცნობისათვის: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიმარჯვა ევროპის საბჭოს მიერ, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალეობაში“.
პროექტის მიზანია თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობით და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. 2017 წლის 1 მარტს ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენელსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლს გოჩა გოჩიტაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თემაზე ,,ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“. ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს.