ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბოლნისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დღეს ქალაქ ბოლნისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა. დავით შერაზადიშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების”  ხელმძღვანელთან ერთად მივიდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, N 4 საბავშვო ბაგა-ბაღში ევროსტანდარტების შესაბამისი კაპიტალური რემონტი 2018 წელს განხორციელდება, წელს კი ბაღს აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდება. წელსვე,  დაიწყება ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან 9 ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულია. დარჩენილი 3 საბავშვო ბაგა-ბაღის კაპიტალური რემონტი მომავალ წელს განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები