საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
შეგახსენებთ, 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გეგმური სამუშაოების შესრულებისას ოთხი მეშახტე დაიღუპა – ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
პრემიერი გარდაცვლილი მეშახტეების პანაშვიდს დაესწრო (ვიდეო)
