შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი ი.დ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 11 აბი და 16 ნატეხი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1448 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.