შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალს, ვიცე-ადმირალ ბულენთ ოლჯაის და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწეს, მუჰთერემ ინჯეს შეხვდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურისა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის განათლებისა და სასწავლო სარდლობის ახალ სასწავლებელს ეწვია, სადაც მეზღვაურთა მომზადებისა და სწავლების თურქულ მოდელს გაეცნო.