შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით,სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი – კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები