„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული იერიში სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი“
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული იერიში სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო ყოფილიყო არიდებული ადამიანთა მსხვერპლი.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული იერიში სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი. ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების მსხვერპლი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. პენტაგონის განცხადებით, ავიაიერიშის მიზანი ალ შარიათის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო