ლაგოდეხის გამგებელი: ადგილობრივი ხელისუფლება სოფლად არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ ლელიანის და ბებურიანის მოსახლეობას „დასახლების საერთო კრებების“ ფარგლებში, გასულ წელს მუნიციპალიტეტის წინაშე დასმული წინადადებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სასმელი წყალი, შიდა სასოფლო გზა და გაზიფიცირება, რაც წლების განმავლობაში, ორივე დასახლების პრობლემას წარმოადგენდა, ამ ეტაპზე მოგვარებულია. კახა ჯამბურიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სოფლად არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებს.
​ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში „დასახლების საერთო კრებები“ გასულ წელს შეიქმნა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია, იმსჯელოს დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად შესაბამისი წინადადებები მოამზადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები