თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.