მარტვილის მუნიციპალიტეტში აქცია ,,ერთად ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე“ ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე გრიგალავას ინიციატივით მარტვილის მუნიციპალიტეტში აქცია ,,ერთად ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე“ ჩატარდა.
აქციის ფარგლებში გამგებელი, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და მოქალაქეებს შეხვდა და მოუწოდა დაბინძურებისაგან დაიცვან გარემო.
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ხშირად ტარდება დასუფთავების აქციები, რაც მიზნად ისახავს სუფთა გარემოს შენარჩუნებას. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან არაერთხელ გაწმინდეს. ყოველდღიურად დანაგვიანებული ქალაქები, ქუჩები, სკვერები, ბაღები, თავშეყრის ადგილები, ტყეები… ავტომანქანიდან გადაყრილი პოლიეთინის პარკები, სიგარეტის ნამწვავები, ბოთლები, სხვადასხვა ნარჩენი – ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღევანდელი აქციაც სწორედ ამ პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურად სუფთავდება დანაგვიანებული ტერიტორიები, მაინც ჩნდება დაბინძურების ახალი კერა, ვერცერთი სამსახური ვერ აღმოფხვრის საბოოლოოდ ამ პრობლემას თუ თითოეული მოქალაქის გულისხმიერი დამოკიდებულება არ იქნა ამ საკითხისადმი,“- აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ. ინიციატივას საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები