ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 3 ახალი ნაგავმზიდი და 130 ნარჩენების კონტეინერი გადაეცა

ზესტაფონის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში აგრეთვე 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა.
სპეციალური ტექნიკა ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. ახალი ტექნიკა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ,მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ავტოპარკის განახლება, ხელს შეუწყობს დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესებას არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, უკვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები