თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს

თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ეს არის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავისი სპეციფიკური დანიშნულება ექნება.
”თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი გელაშვილმა.
სამხედრო რეზერვის კონცეფცია შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებებს გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები