შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს: 0,47122 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,276942 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი და 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,619844 გრამ ჰეროინს შეიცავს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს“, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები