ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.
აკადემიაში ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდა.
კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებს თავდაცვის აკადემიაში მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გაუწია.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები