აბაშის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობა სრულდება

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გაუწყინარის, პირველი მაისისა და მარნის საბავშვო ბაღებში ბუნებრივი გაზის შიდა ქსელისა და გათბობის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, სამივე სოფლის ბაღში, სადაც ჯამში 110 აღსაზრდელზე მეტი სწავლობს, ორი საბავშვო ბაღი, კერძოდ, სოფლების გაუწყინარი და პირველი მაისი შარშან გაიხსნა, ხოლო სოფელ მარანის საბავშვო ბაღი სრულად რებილიტირდა.
ბუნებრივი აირის შიდა ქსელის და ცენტრალური გათბობის სისტების მოწყობის სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა პირადად დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
„სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და 1 თებერვალს, მაშინ, როდესაც აბაშის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება, ჩვენს პატარებს თბილი შენობა დახვდებათ.
ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს პატარებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე და შევუქმნით ყველა იმ პირობას, რომელიც უკეთესი განათლების მიღებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მამუკა კვიტაშვილი.
საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს შპს „პროგრესული მშენებელი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 23 484 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები