ჯონ მაკკეინმა სამი ქართველი სამხედრო დააჯილდოვა

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სამი ქართველი სამხედრო დააჯილდოვა. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სტუმრობისას, მაკკეინმა ლეიტენანტ აკაკი შუბითიძეს, უმცროს სერჟანტს მიხეილ მიდოდაშვილს და კაპრალს გიორგი თუშიშვილს „სამშობლოსთვის თავდადებულის” ჯილდო გადასცა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ გარსიას, ვიცე-პოლკოვნიკ ბილ ო’კონერის და მასტერ-სერჟანტ რობერტ სოუდერს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები