საქართველო ნატოს 2017 წლის სამიტზე მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველო 2017 წელს ბრიუსელში ნატოს სამიტზე მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული სამიტი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას უკავშირდება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ.
“ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე. ეს სამიტი იქნება ვიწრო ფარგლებში ჩატარებული. მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა როდესაც პრეზიდენტად ჯორჯ ბუში აირჩიეს. მაშინაც ახალი ადმინისრტრაციის დანიშვნასთან დაკავშირებით შედგა მსგავსი სამიტი. მათ უნდა შეათანხმონ თანამშრომლობის გეგმები და ფორმები, ამიტომ ამ სამიტს აქვს სიმბოლური დატვირთვა და ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს გაფართოებულ სამიტზე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები