ფილიპ დიმიტროვი: საზღვრის გადმოწევა ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენაა

 ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საზღვრის 11 კილომეტრით გადმოწევა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენაა. როგორც დიმიტროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ფაქტი ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას ახდენს ქართულ ტერიტორიაზე. “ეს ხანგრძლივი საკითხია განსახილველად. როგორც ჩანს, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული დროებითი მოვლენაა. ნებისმიერ შემთხვევაში ზეგავლენა აქვს ქართულ ტერიტორიაზე. ეს წარმოქმნის ბევრ პრობლემას, მაგრამ ამას ალბათ მოგვიანებით ჩვენ სხვა დროს განვიხილავთ. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ბედნიერი მოვლენათა ასეთი განვითარებით”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები