ვახტანგ კაპანაძე: ჩემი ფუნქცია იქნება, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში

ჩვენ უკვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ალიანსთან. ჩემი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეიარაღებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
ვახტანგ კაპანაძე საკუთარი გამოცდილების სრულ რეალიზებას ისევ შიარაღებული ძალებისთვის გამოიყენებს.
„გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებასაც, ჩემს ცოდნასაც, ჩემს პირად ურთიერთობასაც არსებულ სამხედრო ისტებლიშმენტთან და შევეცდები გავაკეთო ყველაფერი საუკეთესო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის”, -აღნიშნა კაპანაძემ.
ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები