შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.
ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები