23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, ქვედანაყოფის ოცეულის მეთაურებისთვის „უმცროსი მეთაურების განვითარების კურსი“ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ჩატარდა.
სწავლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა სამანქანო კოლონის გადაადგილებაში, ქვეითად პატრულირებასა და ადგილობრივებთან გასაუბრებაში  მიიღეს.
სწავლებას 23-ე ბატალიონისა და ამერიკული საწვრთნელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
23-ე ბატალიონის ოცეულის მეთაურები ამოცანის შესასრულებლად აუცილებელ ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს გაეცნენ. მათ გაიარეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელიც დაეხმარებათ დასახლებულ პუნქტში სამხედრო ოპერაციების, ლიდერებთან შეხვედრებისა და გასაუბრების, დღის და ღამის პატრულირების, კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ქვედანაყოფის მართვის პროცედურების, საბრძოლო ბრძანების მიღების, გაცემისა და კონტაქტზე რეაგირებაში.
ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები