ლელა ჩიქოვანი: ნატო-საქართველოს სწავლების საქართველოში ჩატარება ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დასტურია

“ნატო-საქართველოს სწავლების საქართველოში ჩატარება ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დასტურია“,-ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ვაზიანში, ნატო-საქართველოს სწავლების გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.
„მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს სწავლების საქართველოში ჩატარება იმიტომაც, რომ ეს დასტურია ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომელსაც განუხრელად ახორციელებს ქვეყანა და ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დასრულდება. სწავლება კრწანისის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები