ლევან იზორია: კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ საქართველოში სამხედრო ფლოტის

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ საქართველოში სამხედრო ფლოტის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფლოტის არსებობა კოლოსალურ თანხებთან, მილიარდებთან არის დაკავშირებული.
“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ საქართველოში სამხედრო ფლოტის და რატომ? – ეს არის კოლოსალური თანხებთან დაკავშირებული, მილიარდებზეა საუბარი და ბუნებრივია, ჩვენ როდესაც პრიორიტეტებს ვსახავთ, სწორედ ჩვენი შესაძლებლობებიდან, რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს პრიორიტეტები, ეს კომპონენტი სრულად არ გაქრება, ეს კომპონენტი ამ დროისთვისაც მოქმედებს, რასაც ჰქვია სანაპირო დაცვა. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიციები განახორციელეს. ახლის შექმნას არსებულის განვითარება ჯობია, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, ეს მოტყუება იქნება საზოგადოების”, – განაცხადა იზორიამ.
მინისტრის თქმით, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ დისკუსიაში საქართველო აქტიურად არის ჩართული.
”ჩვენ კონკრეტული განაცხადი გვაქვს შეტანილი, რომ თებერვალში, როცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა მიეცემა, შედგეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც ჩვენ ჩვენი ინიციატივებით წარვსდგებით”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები