ლევან იზორია საზოგადოებას ხვალ 100 დღის ანგარიშს ჩააბარებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხვალ საზოგადოებას 100 დღის ანგარიშს ჩააბარებს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმროში BILTMORE-ში გაიმართება. უწყების ცნობით, ლევან იზორია თავდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებზეც ისაუბრებს.
არ არის გამორიცხული, ხვალ გახდეს ცნობილი გააუქმებს თუ არა ლევან იზორია მისი წინამორბედის, თინა ხიდაშელის ბრძანებას, შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების გაწვევის გაუქმების თაობაზე.