შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივი სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი გ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ტ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯონი ც. და გიორგი ტ. ქურდული სამყაროს წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, გიორგი ა-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით, ხოლო გიორგი ტ-ს პირადი ჩხრეკისას „გეკოს“ ტიპის იარაღის 34 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით) და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (სსსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები