ლევან იზორია: სამხედრო სავალდებულო გაწვევის საკითხზე ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ვიმსჯელებთ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას უახლოეს პერიოდში დააფიქსირებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბატალიონის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა, სამინისტრო ახლო მომავალში აღნიშნული თემის განხილვას ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად აპირებს.
„შევისწავლეთ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოცდილება და ბუნებრივია, მე როგორც მინისტრს, ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პოზიციის გაჟღერებისგან თავს ვიკავებ. ახლო მომავალში ვგეგმავთ, ჩვენი პოციზიებით წარვდგეთ ჯერ ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორთან, რათა იყოს ფართო სპექტრი დისკუსიებში წარმოდგენილი. მათი აზრიც საინტერესო იქნება. შემდეგ უკვე ვგეგმავთ ჩვენი მოღვაწეობის ასდღიანი მუშაობით წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, მომავალი გეგმებიც იქნება განხილული, მათ შორის საკითხი, რომელიც წვევამდელების თემას ეხება“,-განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევა ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები