სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება
ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის, არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარუდგინა.
შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას, საბოლოოდ, პარლამენტი დაამტკიცებს.