ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა, მარტყოფის პანსიონატში, ერთობლივი აქცია გამართეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში ჰუმანიტარული აქცია გამართეს.
სამხედროებმა პანსიონატის ტერიტორია დაასუფთავეს და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო შეასრულეს. ტექნიკურ-ზედამხედველობითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ შესაბამისი აღჭურვილობით პანსიონატის ტერიტორია სარეველებისა და ხმელი ხეებისაგან გაწმინდეს, შენობა-ნაგებობების კედლები გაამაგრეს და შელესეს.
სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა მიზნად ისახავს პანსიონატის ბენეფიციარების მორალურ მხარდაჭერას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, ასევე ჯარისკაცებსა და ბენეფიციარებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის შენობა 2009 წელს ამერიკულმა მხარემ ააშენა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოში აშშ-ს საელჩო და ამერიკელი საზღვაო ქვეითები პანსიონატისა და მისი ბენეფიციარებისათვის სხვადასხვა სახის მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები