ლევან იზორია: აშშ-თან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ წვრთნების პროგრამებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე  იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო წვრთნების ახალ პროგრამასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას.
“გენერალ ჰოჯესთან მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან და ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან. ასევე ვისაუბრეთ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. აშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ  წვრთნების პროგრამებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ამისთვის უკვე კონკრეტული ამოცანებიც დავსახეთ,  თუ რა ფორმით იქნებიან მომავალ წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მზადყოფნის პროგრამაში ჩართული “, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები