გაერთიანებული სამეფოს ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ როს ეთელი შეცვლის
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ როს ეთელი შეცვლის.
ახალი სამხედრო ატაშე უფლებამოსილების განხორციელებას მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან შეუდგება.
ბრიტანეთის მოქმედ და მომავალ სამხედრო ატაშეებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა შეხვდა. მან ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს თანამშრომლობისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში ორივე ვიცე-პოლკოვნიკს წარმატებები უსურვა.
ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს თანამდებობა სამი წლის განმავლობაში ეკავა.