ლევან იზორია: შინდისში დაღუპულმა 17-მა ქართველმა ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცა

შინდისში დაღუპულმა 17-მა ქართველმა ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედროების მემორიალთან განაცხადა, სადაც მან შინდისში დაღუპულ 17 ქართველ გმირს პატივი მიაგო.
”ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც არის ტრაგიკული, მაგრამ ამასთან ერთად არის თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო. აქ დაიღუპა 17 ქართველი ვაჟკაცი გმირულად და მათ ვაჟკაცობით გააოცეს და აღტაცებაშიც მოიყვანეს მტერიც კი. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი მშობლების წინაშე. ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, იმიტომ, რომ ეს არის მომავლის იმედის ისტორია. დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიით ჩვენი ერი, რომელმაც ასეთი ვაჟკაცები გაზარდა, იქნება უკვდავი და ყველა მტერს დაამარცხებს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები