ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლება ვაზიანში დასრულდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლება დასრულდა. წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ორივე სარდლობის ოფიცრები და სერჟანტ-კაპრალები მონაწილეობდნენ.
სწავლების პირველი კვირა თეორიულ ნაწილს დაეთმო, მეორე ნაწილში კი სამხედრო მოსამსახურეებმა ველზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს. წვრთნებისას ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალების დამუშავება,ტრანსპორტირებისას მისი კლასიფიკაცია და საბრძოლო მასალის საველე პუნქტის მოწყობა შეისწავლეს.
სწავლებას გენერალური შტაბის ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები