სროლა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში – ცეცხლი გიორგი ბარამიძის ყოფილმა მოადგილემ გახსნა
რამდენიმე წუთის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა.
„კვირას“ ინფორმაციით, დაპირისპირება მოვალესა და კრედიტორს შორის მოხდა. თავდაპირველად ცეცხლი ავთანდილ ანთაძემ გახსნა. „კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ანთაძე 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.