ახალქალაქში დედის და შვილების მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, – ამის შესახებ “კვირას“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.
მისვე თქმით, დანაშაულში ეჭვმიტანელი პირი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
“კვირა“ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში ახალგაზრდა ქალის და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები მეზობლებმა იპოვეს.
ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დედასა და უფროს გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).