ავღანეთში 7 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან 3 წელი გავიდა

ვღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმიდან 3 წელი გავიდა. 6 ივნისის თავდასხმას 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალები – თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები – ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში, 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა “ორბზე” განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, მისიის შესასრულებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 2013 წლის აპრილიდან იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, არასდროს დაივიწყებს მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ქვეყნისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს.

13390909_1097900816920463_1237878502_n

13393147_1097900793587132_1384670708_n

13393548_1097900806920464_112136603_n

13401265_10206125473807467_1194324520_n

13401413_1097900813587130_606543520_n

13393321_1097900810253797_1382434004_n

13390787_1097900820253796_998925960_n

13384824_1097900783587133_636669951_n

13400980_1097900790253799_824061109_n

13413872_1097900786920466_957810471_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები