სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა

პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში – იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხესიმაგრეში, სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში.
432 რეკრუტმა სამხედრო ფიცი ერთდროულად დადო.
თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა – „აბრამსი“ და „ბრედლი“.
ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები. ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობენ – დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები