კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოლდოვის კიბერუსაფრთხოების ცენტრის უფროსი ესტუმრა

22 აპრილს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოლდოვის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოების ცენტრის უფროსი ნატალია სპინუ ესტუმრა. ბიუროს წარმომადგენლებმა სტუმარს ბიუროს სტრუქტურა და კიბერშესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და მოლდოვას სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
ნატალია სპინუ საქართველოში პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ კონსორციუმისა და ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებული ვორკშოფის ფარგლებში იმყოფებოდა. ვორკშოფის მიზანს კიბერუსაფრთხოების სწავლების კურიკულუმის შემუშავება და კიბერუსაფრთხოების უმაღლეს სასწავლებლებში საგნად დანერგვისთვის პრაქტიკული წინადადებების შემუშავება იყო.
კიბერუსაფრთხოების სწავლების პროექტი წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში ნატოს და “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროექტებში საქართველოს სრულფასოვანი ჩართულობის მაგალითს. პროექტს მხარს უჭერს ნატო-ს უსაფრთხოების ახალი გამოწვევების სამმართველო (NATO Emerging Security Challenges Division) და აშშ-ს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრი (George C Marshall European Center for Security Studies).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები